loader

მძარცველებმა ბანკში შესაღწევად ორი გვირაბი გათხარეს - საქმეზე პოლიციამ 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძარცველებმა ბანკში შესაღწევად ორი გვირაბი გათხარეს - საქმეზე პოლიციამ 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა

ბელგიის პოლიციამ 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ანტვერპენში ბანკი BNP Paribas Fortis-ის გაძარცვა ედება.

აღნიშნული ბანკის ძარცვა გასულ კვირას მოხდა. მძარცველებმა ბანკის საცავებში შესაღწევად ბანკის მოპირდაპირე შენობიდან ორი მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 30 პერსონალური სეიფი გატეხეს. სავარაუდოდ, აღნიშნულ სეიფებში ბანკის კლიენტებს ბრილიანტები და ოქროულობა ჰქონდათ შენახული.