loader

თეთრი დათვები სადარბაზოებსა და სახლებში შედიან - საგანგებო მდგომარეობა რუსეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთრი დათვები სადარბაზოებსა და სახლებში შედიან - საგანგებო მდგომარეობა რუსეთში

თეთრი დათვების შემოსევის გამო რუსეთში ახალი მიწების არქიპელაგზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არქიპელაგი ჩრდილოეთ რუსეთში მდებარეობს, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, სადაც 3 000-მდე მოსახლე ცხოვრობს. სპეციალურმა ორგანოებმა მშიერი თეთრი დათვებისგან ხალხის დასაცავად სამაშველო ჯგუფები უკვე გააგზავნეს. "თეთრი დათვების ასეთი მასობრივი შემოჭრა ჯერ არასდროს ყოფილა" — განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ შედიან თეთრი დათვები სადარბაზოებსა და სახლებში და ნაგავსაყრელზე საჭმელს ეძებენ. რუსეთში თეთრი დათვი წითელი წიგნშია შეყვანილი, ამიტომაც მისი მოკვლა კანონით აკრძალულია. ადგილობრივები ცდილობენ, დათვები მანქანის ხმოვანი სიგნალებითა და ძაღლებით დააშინონ, თუმცა, უშედეგოდ.