loader

ბელგიაში ერთი დღით ყველა ავიარეისი გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგიაში ერთი დღით ყველა ავიარეისი გაუქმდა

ბელგიიდან და ბელგიის მიმართულებით ერთი დღით ყველა ავიარეისი გაუქმდა. ამის მიზეზი საჰაერო კონტროლის დისპეტჩერების გაფიცვა გახდა. გაფიცვა სამშაბათს, ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიწყო და ოთხშაბათს, იმავე საათზე დასრულდება.

აღნიშნულის გამო ბევრმა ავიაკომპანიამ ბელგიაში და ბელგიიდან დაგეგმილი რეისები გააუქმა ან გადადო, ვინაიდან გაფიცვის შედეგად მოსალოდნელია ქაოსი და შეფერხებები. შეფერხება არ შეეხება იმ რეისებს, რომელთა ფარგლებშიც თვითმფრინავებმა უბრალოდ ბელგიის საჰაერო სივრცე უნდა გადაკვეთონ. გაფიცვა სამი მთავარი პროფკავშირის მიერაა ორგანიზებული. ამის მიზეზი ხელფასების ზრდის მოთხოვნაა. პროფკავშირები ითხოვენ, რომ გაიზარდოს ხელფასები, სარგებელი და პენსიები ისე, რომ დასაქმებულებს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.