loader

აცრემლებული ნარკობარონი აშშ-ში ექსტრადიციის დროს - 2017 წლის კადრები ახლახან გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აცრემლებული ნარკობარონი აშშ-ში ექსტრადიციის დროს - 2017 წლის კადრები ახლახან გავრცელდა

აშშ-ში, ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ნარკობარონი, მექსიკური ნარკოკარტელის, "სინალოას" ლიდერი ხოაკინ ("ელ ჩაპო") გუსმანი დამნაშავედ ცნეს.

აღნიშნული სასამართლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხოაკინ გუსმანს ბრალად ედებოდა აშშ-ში 155 ტონა კოკაინის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა.

ხოაკინ გუსმანი ("ელ ჩაპო") მექსიკური ნარკოკარტელის, "სინალოას" ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს ის მექსიკაში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხა. 2016 წელს მექსიკელმა სამართალდამცველებმა ის კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა აშშ-ში. გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.

სასამართლო ვერდიქტს მიმდინარე წლის ივნისში გამოიტანს და სავარაუდოდ, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯება.