loader

"ჯოჯოხეთში დაიწვი" - აქტივისტებმა სტალინის ძეგლს გადატეხილი ყვავილები ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯოჯოხეთში დაიწვი" - აქტივისტებმა სტალინის ძეგლს გადატეხილი ყვავილები ესროლეს

მოსკოვში ორგანიზაცია "დეკომუნიზაციის" ორი აქტივისტი დააკავეს. მათ იოსებ სტალინის ძეგლს გადატეხილი ყვავილები ესროლეს. შემთხვევა 5 მარტს მოხდა, როდესაც სტალინის საფლავთან კომუნისტები საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, იოსებ სტალინს პატივს მიაგებდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა, ევგენია სუჩკოვამ სტალინის ძეგლს გადატეხილი მიხაკი ესროლა და დაიყვირა: "ჯოჯოხეთში დაიწვი, ხალხის ჯალათო, ქალებისა და ბავშვების მკვლელო!" ორივე აქტივისტი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.