loader

როგორ გამოიყურება პუტინის "საფლავის ქვა" - მისი ავტორი დააპატიმრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება პუტინის "საფლავის ქვა" - მისი ავტორი დააპატიმრეს

რუსეთში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც პუტინის „საფლავის ქვა“ შექმნა. 10 მარტს კარიმ იამადაევმა ნაბერეჟნი ჩილნებში საფლავის ქვა დადგა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო გამოსახული. ამით მან სხვა აქტივისტებთან ერთად გააპროტესტა რუსეთში მიღებული კანონი, რომელიც ინტერნეტში ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. იამადაევი დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას საპატიმროში 28 დღის გატარება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის მეშვეობით ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.