loader

რა ხდებოდა პარიზის ქუჩებში რამდენიმე საათის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა პარიზის ქუჩებში რამდენიმე საათის წინ

პარიზში, მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ 35-მდე ადამიანი დააკავა.როგორც ფრანგული მედია იუწყება, დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ვინაიდან სიტუაცია კონტროლიდან გამოდის.

მანიფესტანტების ჯგუფი პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ეს აქცია "ყვითელი ჟილეტების" რიგით მე-18 აქციაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყოველ შაბათს იმართება.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მანიფესტანტებს და "მათ ვისაც მშვიდობიანად სურთ პროტესტის გამოხატვა, მოუწოდა რადიკალებს გაემიჯნონ".