loader

რით ემახსოვრება მსოფლიოს ნაზარბაევი და როგორია მისი გავლენიანი ქალიშვილების მდიდრული ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რით ემახსოვრება მსოფლიოს ნაზარბაევი და როგორია მისი გავლენიანი ქალიშვილების მდიდრული ცხოვრება

მარადიული არაფერია - ეს ერთ-ერთი ყველაზე ბანალური სიტყვათშეთანხმება ზოგჯერ შეიძლება იმედისმომცემი ცვლილებების დასაწყისადაც იქცეს. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტობა ნაზარბაევისთვისაც არ არის მარადიული, მან პოსტი დათმო.

ნურსულთან ნაზარბაევის კარიერა 84-89 წლებში, ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დაიწყო. 89 წლიდან ის დაწინაურდა და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, იგივე ცეკა-ს პირველი მდივანი გახდა. მისი წასვლის შემდეგ თანამდებობა გაუქმდა. მოგვიანებით ნაზარბაევი სსრ ყაზახეთის პრეზიდენტი გახდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთის რესპუბლიკის უცვლელ პირველ პირად გვევლინება.