loader

როგორ მიათრევენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევის გადაწყვეტილება გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მიათრევენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლისა და ნურსულთანის დარქმევის გადაწყვეტილება რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ აქციით გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის წინ მდებარე მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კამათი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

აღნიშნული ცვლილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.