loader

კადრები შაქრო კალაშოვის მდიდრული სახლიდან, რომელიც "კანონიერმა ქურდმა" დაპატიმრებამდე 57 წლის ქალს გადაუფორმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები შაქრო კალაშოვის მდიდრული სახლიდან, რომელიც "კანონიერმა ქურდმა" დაპატიმრებამდე 57 წლის ქალს გადაუფორმა

გავ­ლე­ნი­ა­ნი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" და ყო­ფი­ლი №1 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას მი­ხე­დოს. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს 65 წლის ლი­დე­რი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს კრას­ნო­და­რის ოლ­ქში, მკაც­რი რე­ჟი­მის მე­ო­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, კრას­ნო­დარ­თან კა­ლა­შოვს მხო­ლოდ ციხე არ აკავ­ში­რებს - Life წერს, რომ მისი ქო­ნე­ბა მთლი­ა­ნად გა­ფორ­მე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში მცხოვ­რებ 57 წლის ქალ­ზე, იუ­ლია ბრატ­ჩენ­კო­ზე, რო­მე­ლიც კა­ლა­შო­ვის ცო­ლის, მა­რი­ნა გოლდბერ­გის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვია.

გოლდბერ­გი და ბრატ­ჩენ­კო ქა­ლაქ აპ­შე­რონ­სკში და­ი­ბად­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად ხან­ტი-მან­სი­ისკის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში. 2003 წელს შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა გოლდბერგს მოს­კოვ­ში სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა უყი­და და გოლდბერ­გი და ბრატ­ჩენ­კო სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვიდ­ნენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 მლნ დო­ლა­რია.

კა­ლა­შოვ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა ბრატ­ჩენ­კოს სა­ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ა­ფორ­მა.

ყო­ფი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" მფლო­ბე­ლო­ბა­შია 70 მლნ რუბ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი ნი­კო­ლი­ნა გო­რა­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი Mercedes E200, Mercedes ML350 და Lexus და მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, რო­მელ­შიც კა­ლა­შო­ვი მი­ღე­ბებს მარ­თავ­და.

"კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" 2016 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს.