loader

ერთნაირსქესიან ადამიანებს სექსის გამო ქვებით ჩაქოლვა ემუქრებათ - ახალი კანონი ბრუნეიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთნაირსქესიან ადამიანებს სექსის გამო ქვებით ჩაქოლვა ემუქრებათ - ახალი კანონი ბრუნეიში

ბრუნეიში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ერთნაირსქესიან ადამიანებს სექსის გამო ქვებით ჩაქოლვა ემუქრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს. შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 3 აპრილიდან შევა. ბრუნეიში ასევე მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ქურდობა ერთ-ერთი კიდურის მოკვეთით დაისჯება.

ბრუნეიში მმართველობის ფორმა აბოლუტური მონარქიაა. მისი ლიდერია სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიდერია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ მისი ქონება 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.