loader

ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნება, ბრუნეიში სიკვდილით დაისჯებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნება, ბრუნეიში სიკვდილით დაისჯებიან

ბრუნეიში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნება, სიკვდილით დაისჯებიან. CNN-ის ინფორმაციით, "დამნაშავეებს" ქვებით ჩაქოლავენ.

ორ მამაკაცს შორის სექსი სიკვდილით, ხოლო ორ ქალს შორის სქესობრივი კავშირი გაროზგვით ისჯება. სასჯელის ფორმებად კიდურების ამპუტაციაც არის. საწინააღმდეგო სქესის სამოსის ჩაცმისთვის კი ბრუნეის მოქალაქეებს პატიმრობა ელით.

ნავთობით მდიდარ ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი მართავს. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც არის. მის გადაწყვეტილებას საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა. უამრავი ქვეყნის ხელისუფლებამ, გაერომ, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა სულთნის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს, კანონს კი ბარბაროსული უწოდეს.

ორგანიზაცია Human Rights Watch-მა მოუწოდა სულთანს, სასწრაფოდ შეაჩეროს ამპუტაციის, ჩაქოლვის და დასჯის სხვა უფლებაშემლახავი სასჯელის ძალაში შესვლა.