loader

კოშმარული ავარია პოპულარულ კურორტზე: ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარული ავარია პოპულარულ კურორტზე: ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავარდა

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ავტობუსი, რომელშიც გერმანელი ტურისტები იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 27 კი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ კანისუში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, ტრანსპორტი გზიდან გადავიდა და საბოლოოდ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 11 მამაკაცი და 18 ქალია. ავტობუსში 55 მგზავრი, გიდი და მძღოლი იმყოფებოდა.

როგორც მადეირას რეგიონული მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, ავტობუსი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და წინასწარ ავარიის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი რთულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის ადგილზე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა.