loader

მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ შურისძიების მიზნით ჯერ ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ შურისძიების მიზნით ჯერ ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

მოსკოვში საქართველოში მცხოვრებმა 60 წლის რუსლან აბდულაევმა, რომელიც ავტონაწილებით ვაჭრობდა, „ნოვი ჩერემუშკაში“ 50 წლის ვაგიფ გუმბატოვი ნაგანიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ crimerussia იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მანამდე, აბდულაევის შვილი დიდი ოდენობით ვალებისთვის მოკლეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს შუადღისით მოხდა, რომლის მთავარ ვერსიად შვილის გამო შურისძიება სახელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ის აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.