loader

კარაკასის ქუჩებში ვითარება დაიძაბა - რა ხდება ამჟამად ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარაკასის ქუჩებში ვითარება დაიძაბა - რა ხდება ამჟამად ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ასობით ადამიანი დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად იკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო EFE ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ხუან გუაიდოს მომხრეები ქუჩების გადაკეტვას იწყებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა, 1-ელ მაისს გარეთ გამოვიდნენ, რათა ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირებას ბოლო მოეღოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაბაზა კარლოტის მახლობლად, სადაც ხუან გუაიდო თავის მომხრეებთან ერთად იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.