loader

"ჰამასის" საველე მეთაურის განადგურების ექსკლუზიური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰამასის" საველე მეთაურის განადგურების ექსკლუზიური კადრები

ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც ღაზას სექტორში შეიარაღებული დაჯგუფებებს ირანიდან ფულადი სახსრებით აფინანსებდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება.

"ღაზას მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული ჰამედ აჰმედ აბედ ქუდარი ისრაელის თავდაცვის არმიისა და სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად არის ლიკვიდირებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"როიტერის" ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქუდარი იმ ავტომობილში იყო, რომელიც საჰაერო დარტყმის შედეგად აფეთქდა.

ასევე იხილეთ: უახლესი კადრები ისრაელიდან: როგორ ანადგურებს "რკინის გუმბათი" "ჰამასის" რაკეტებს ჰაერში

კადრები ავტობუსიდან, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა - როგორ გამოიყურება ისრაელის ქალაქი აშდოდი თავდასხმის შემდეგ