loader

დონალდ ტრამპი ქვეყანაში არსებული სამიგრაციო პოლიტიკის შეცვლას აპირებს: ცნობილია, ვის მიენიჭება უპირატესობა ახალი სისტემის მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი ქვეყანაში არსებული სამიგრაციო პოლიტიკის შეცვლას აპირებს: ცნობილია, ვის მიენიჭება უპირატესობა ახალი სისტემის მიხედვით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სამიგრაციო პოლიტიკა დააანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი სისტემა უფრო მორგებული იქნება ახალგაზრდებზე. ამასთანავე, უპირატესობა მიენიჭებათ განათლებულ და ინგლისურად კარგად მოსაუბრე ადამიანებს.

დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ამჟამად არსებული სისტემის ნაკლოვანებაზე, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავს შეერთებულ შტატებში. მან ასევე განაცხადა, რომ მექსიკის საზღვრის პირას არსებული ტერიტორიები უფრო მკაცრად გაკონტროლდება და თავშესაფრის მომთხოვნების მიმართ რეგულაციებიც გამკაცრდება.