loader

ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა - შოკისმომგვრელი კადრები, რის გამოც პარიზის სიმბოლო დაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა - შოკისმომგვრელი კადრები, რის გამოც პარიზის სიმბოლო დაკეტეს

პარიზში, ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მამაკაცი გახდა, რომელიც დაინახეს, კოშკზე როგორ ადიოდა.

„ეიფელის კოშკი ამ დროისთვის დაკეტილია შემდგომ მითითებამდე. სტუმრებს ვურჩევთ გადადონ კოშკზე ვიზიტი“, - წერია ეიფელის კოშკის „ტვიტერის“ გვერდზე. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

„შემჩნეულია ალპინისტი. ეს სტანდარტული პროცედურაა: უნდა შევაჩეროთ ადამიანი, რის გამოც საჭიროა ევაკუაცია“, - განაცხადეს თანამშრომლებმა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.