loader

"სადო-მაზო ღონისძიება" რუსეთის სკოლის ბოლო ზარზე - ინტერნეტპუბლიკა შოკშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადო-მაზო ღონისძიება" რუსეთის სკოლის ბოლო ზარზე - ინტერნეტპუბლიკა შოკშია

რუსეთში, ქალაქ ვლადივოსტოკში მეთერთმეტეკლასელებმა ბოლო ზარი "სადო-მაზო ღონისძიებით" აღნიშნეს - როგორც რუსული მედია წერს, ახალგაზრდებმა გამომწვევი სამოსი მოირგეს და თამამი ფოტოსესიებიც მოაწყეს.

წვეულებას სოციალურ ქსელებში ხმაური მოჰყვა - ინტერნეტმომხმარებლები მოსწავლეების საქციელს ამორალურს უწოდებენ, თუმცა მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ქმედებებში გასაკრიტიკებელი არაფერია.

74-ე სკოლის მოსწავლეებმა ბოლო ზარამდე ფოტოგრაფიც მიიწვიეს, რათა გამოსაშვები ალბომისთვის სურათები გადაეღოთ. ფოტოსესია სკოლის სპორტდარბაზში გაიმართა.

სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ მასწავლებლებმა ბავშვების იდეაზე არაფერი იცოდნენ, მოსწავლეებმა ფოტოსესია ისე დაგეგმეს, რომ პედაგოგებს საეჭვო არაფერი შეენიშნათ.