loader

კადრები ვენეციის პორტიდან, სადაც ლაინერი ტურისტების თბომავალს შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ვენეციის პორტიდან, სადაც ლაინერი ტურისტების თბომავალს შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი

საკრუიზო ლაინერმა, ვენეციის პორტში შესვლისას, მართვა დაკარგა და ნავმისადგომსა და ტურისტულ თბომავალს შეეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საკრუიზო ხომალდი Opera, რომელიც კომპანია MSC-ის ეკუთვნის, სან ბაზილიოსკენ მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ სულ თბომავალში 130 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, შემთხევა საბუქსირე ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია, რომლითაც საკრუიზო ხომალდები ქალაქის არხებში შეჰყავდა. შედეგად გემმა ძლიერი დინების გამო სვლა ვერ შეაჩერა.