loader

რა წვეულება მოუწყო სომეხმა "კანონიერმა ქურდმა" მსჯავრდებულებს რუსეთის კოლონიაში - კადრები არლოვის ციხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წვეულება მოუწყო სომეხმა "კანონიერმა ქურდმა" მსჯავრდებულებს რუსეთის კოლონიაში - კადრები არლოვის ციხიდან

რუსეთში, არლოვის კოლონიაში პატიმრებს სააღდგომო დღესასწაული მოუწყვეს.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აღნიშნავენ სუფთა ჰაერზე მსჯავრდებულები დღესასწაულს. ვიდეოში ისმის ასევე მისალოცი, შემდეგი შინაარსის შეძახილები:

"ღმერთისგან ყველაფერი საუკეთესო გვქონოდეს! ქრისტე აღდგა! ქურდებს სიცოცხლე!"
- "მუდამ".

როგორც მოგვიანებით გაირკვა, წვეულება მსჯავრდებულებს "კანონიერმა ქურდმა" არსენ მკრტიჩიანმა, იგივე "არსენ ერევანსკიმ" მოუწყო, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, ექიმებმა მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს.

ინტერნეტში ვიდეოს გავრცელების შემდეგ არლოვის ციხის ხელმძღვანელობამ 1-ელ ივნისს განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს გეგმიური შემოწმება; ასევე, მომხდარის გარემოებები ირკვევა.

განცხადება გაავრცელა ადგილობრივმა პროკურატურამ, სადაც მათ აღნიშნეს, რომ მომხდარის დროს ციხის თანამშრომლების ქმედებები შეფასდება და ამის შემდეგ შესაბამისი ზომები გატარდება, პროკურატურას ექნება მყისიერი რეაგირება.