loader

წარმოუდგენელი კადრები, რომლებიც ჩინეთში მომხდარი წყალდიდობისას სათვალთვალო კამერამ გადაიღო - სტიქიამ 61 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარმოუდგენელი კადრები, რომლებიც ჩინეთში მომხდარი წყალდიდობისას სათვალთვალო კამერამ გადაიღო - სტიქიამ 61 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ 61-ს გადააჭარბა. თავსხმა წვიმა ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებს დაატყდა თავს. შედეგად სახლებიდან 356 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მაშველებმა 4300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განმარტებით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 9300 სახლი განადგურდა, მიწათმოქმედებისთვის განკუთვნილმა 3,71 მილიონი ჰექტარი ფართობის მქონე მიწამ კი მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მოცემული მომენტისთვის უკვე 1,93 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.