loader

15 წლის ბიჭმა დედა მოკლა - რუსეთის შს სამინისტრო სასტიკი მკვლელობის ადგილიდან ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წლის ბიჭმა დედა მოკლა - რუსეთის შს სამინისტრო სასტიკი მკვლელობის ადგილიდან ვიდეოს აქვეყნებს

ლენინგრადის ოლქში დააკავეს 15 წლის მოზარდი, რომელიც დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
45 წლის ქალის ცხედარი სოფელ ნოვაია რომანოვკაში, სახლში იპოვეს. ამასთან, სახლში იმყოფებოდა მძიმედ დაჭრილი 18 წლის ბიჭიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

სამართალდამცავ ორგანოებში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქალი ცნობილი რუსი ჰოკეისტის, მაქსიმ სოკოლოვის ცოლია.
გამომძიებლებმა მათი შვილი დააკავეს და დაჰკითხეს. მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიის შესახებ ბიჭმა გამოძიებას დეტალურად უამბო. ამჟამად დანაშაულის გარემოებები დგინდება და მალე ექსპერტიზა დაინიშნება.