loader

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე ისევ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე ისევ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დამუშავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ ხმათა 53,9% მიიღო. ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.

მმართველი პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა ბინალი ილდირიმმა არჩევნებში ხმათა 45,2%-ის მოგროვება შეძლო. მან თავისი დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა. იმამოღლუმ თავის წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

სტამბოლის მერის არჩევნები პირველად მარტში ჩატარდა, გამარჯვება მაშინაც ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს.