loader

ევროპაში მაღალი სიცხის გამო მეტეოროლოგები მოხუცებისა და ბავშვების სახლიდან გამოსვლას საშიშად მიიჩნევენ, საფრანგეთში სკოლებიც დახურეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპაში მაღალი სიცხის გამო მეტეოროლოგები მოხუცებისა და ბავშვების სახლიდან გამოსვლას საშიშად მიიჩნევენ, საფრანგეთში სკოლებიც დახურეს

წელს ევროპაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იქნება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე კვირას განსაკუთრებით მოიმატებს ტემპერატურა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში და 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ამასთანავე, მაღალი სიცხეები იქნება იტალიასა და ესპანეთშიც. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი სიცხე განსაკუთრებით საშიში მოხუცებისა და ბავშვებისთვისაა. ამიტომ ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებენ. ამასთანავე, მოსალოდნელი მაღალი სიცხეების გამო საფრანგეთში ასობით სკოლა დროებით დახურეს.