loader

წყალქვეშ მოქცეული ირკუტსკი - დაღუპულია სულ ცოტა, ერთი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალქვეშ მოქცეული ირკუტსკი - დაღუპულია სულ ცოტა, ერთი ადამიანი

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. 32 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 3,7 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 9 ათას კაცზე მეტი მოსახლეობით. დატბორილია აგრეთვე სოციალურად მნიშვნელოვანი 32 ობიექტი, 3747 საკარმიდამო ნაკვეთი და საავტომობილო გზების 17 მონაკვეთი. სულ ცოტა ერთი ადამიანი დაღუპულია.

სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ტულუნში, სადაც დაიტბორა 900-მდე სახლი, რომელშიც 1771 ადამიანი ცხოვრობს. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო აწარმოებს სამაშველო სამუშაოებს. ქალაქში, მოსახლეობის დროებითი განთავსების ადგილებში შეიტანეს 4 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი: აქედან 2 ტონა საკვები და 2 ტონა წყალი. ხვალ კიდევ 15 ტონა წყლის შეტანა იგეგმება.

რუსეთის მთავრობამ ოლქის დასახმარებლად 662 მილიონი რუბლი გამოყო. დაღუპულის (ან დაღუპულების) ოჯახებს დახმარების სახით მილიონი რუბლი გამოეყოფათ, დაზარალებულებს ნაწილობრივ აუნაზღაუდრებათ მატერიალური ზარალიც.