loader

მექსიკაში ძლიერმა სეტყვამ 1.5 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარი წარმოქმნა, ქალაქის გუბერნატორი სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკაში ძლიერმა სეტყვამ 1.5 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარი წარმოქმნა, ქალაქის გუბერნატორი სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს

მექსიკის დასავლეთ ნაწილში გვადალახარას შტატში რამდენიმე საათიანი უწყვეტი ძლიერი სეტყვის შედეგად 1.5 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარი წარმოიქმნა. ამის შესახებ იფნორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. სტიქიამ განსაკუთრებით შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი გვადალახარი დააზიანა, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ძლიერი სეტყვის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამაშველო ჯგუფები ქალაქის ქუჩების გაწმენდას ამ მომენტამდე ცდილობენ. ქალაქის გუბერნატორმა ენრიკე ალფარომ განაცხადა, რომ აქამდე მსგავსი რამ არასოდეს უნახავს და ის სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებს.