loader

ვინ არის ქალი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე, ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე, ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს

ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი წარადგინეს. ლეიენი ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს. გერმანელი მაღალჩინოსნის კანდიდატურაზე გუშინ ევროკავშირის სამიტზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს. იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტს ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება სხვა წამყვან თანამდებობებს ევროპულ ბლოკში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შემცვლელად ბელგიის პრემიერი შარლ მიშელი დასახელდა. ხოლო ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჟოზეფ ბორელი წარადგინეს. დღეს კი ევროპარლამენტის პრეზიდენტის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდნენ.