loader

კადრები სერბეთის საპატრიარქოდან, სადაც შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 2 ადამიანი მძევლად აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სერბეთის საპატრიარქოდან, სადაც შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 2 ადამიანი მძევლად აიყვანა

ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანა და 200 ათასი ევრო მოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ეკლესიის ყოფილი მსახური, 42 წლის მამაკაცი საპატრიარქოს ბუღალტერიაში მძევლად აყვანილი ორი თანამშრომლისგან თანხას ითხოვდა.

ოთახი, სადაც დამნაშავე შეიჭრა, ქვეყნის პატრიარქის მისაღებთან ახლოს მდებარეობს.

პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა საპატრიარქოს შენობა ალყაში მოაქცია და შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკება დაიწყო, რის შემდეგაც ის დააკავეს. ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.