loader

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, არიან დაშავებულები, მათ შორის ფეხმძიმე ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, არიან დაშავებულები, მათ შორის ფეხმძიმე ქალი

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ადრიატიკის ზღვის სანაპირო რაიონში პესკარას კომუნაში, ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ჭრილობები სახეზე და თავზე აქვს.

სეტყვამ დიდი ზარალი მიაყერნა ქალაქ პესკარას: დაზიანდა ავტომანქანები, სახლის სახურავები, ჩამტვრეულია შუშები.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ჩრდილეთით ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომელმაც ხეები ფესვებიდან მოგლიჯა, გაანადგურა ათობით ავტომანქანა.

ასევე იხილეთ: სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ტენისის ბურთის ზომის სეტყვაა დაფიქსირებული