loader

არეულობა პარიზში - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არეულობა პარიზში - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმის შემდეგ არეულობა დაიწყო. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც აღლუმის დამთავრების შემდეგ ადამიანები ჯგუფებად გამოვიდნენ და ქუჩაში მოწყობილი ჯებირების მონგრევა და მათგან ბარიკადების აგება დაიწყეს. ამასთან, აქციის მონაწილეები "ყვითელი ჟილეტების" ლოზუნგებს სკანდირებდნენ. არეულობის დროს პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

აღლუმის დაწყებამდე კი მაყურებელთა ერთ-ერთ ზონაში პოლიციასთან შეტაკება მოხდა. ფრანგულ მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტები,. მათ შორის მოძრაობის ლიდერი ერიკ დრუე.