loader

19-18 წლის ბიჭებმა ახალგაზრდა წყვილი და მოხუცი დახოცეს - კანადაში მომხდარი ტრაგედია საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს, ინტერნეტში კი მოკლული წყვილის სიცოცხლის ბოლო წუთებისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19-18 წლის ბიჭებმა ახალგაზრდა წყვილი და მოხუცი დახოცეს - კანადაში მომხდარი ტრაგედია საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს, ინტერნეტში კი მოკლული წყვილის სიცოცხლის ბოლო წუთებისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს

გასულ კვირას კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის ჩრდილოეთით დამწვარი გვამი იპოვეს. პოლიციამ მსხვერპლის ვინაობა დაადგინა, ის 64 წლის ლეონარდ დიკი იყო.

ოთხი დღის შემდეგ კი დაახლოებით 500 კმ-ის დაშორებით კიდევ ორ ცხედარს მიაგნეს, ავსტრალიელ-ამერიკელ წყვილს, ლუკას ფოულერსა და ჩინა დისს.

პოლიციამ დაადგინა, რომ სამივე მკვლელობა ორმა მოზარდმა ჩაიდინა. 19 წლის კემ მაკლეოდი და 18 წლის ბრაიერ შმეგელსკი ბოლოს პატარა ქალაქ გილამში ნახეს - 3 300 კმ-ის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც პირველი მკვლელობა მოხდა.
მაკლეონი და შმეგელსკი ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი პატარა ქალაქ პორტ ალბერნიში გაიზარდნენ.

ბრაიერის მამის, ალან შმეგელსკის თქმით კი, ბიჭები მაღაზიაში ღამის ცვლაში მუშაობდნენ, რომ მოგზაურობისთვის ფული მოეგროვებინათ.
„ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც ყველაფერს ერთად აკეთებდნენ“, - ამბობს ალან შმეგელსკი გამოცემა Vancouver Sun-თან.
მოზარდები რამდენიმე დღის წინ ნაცრისფერი „ტოიოტათი“ შენიშნეს ჩრდილოეთ სასკაჩევანთან. პოლიციის ინფორმაციით, მოგვიანებით ეჭვმიტანილები პატარა ქალაქ გილამთან დაინახეს, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს.
სამართალდამცველების თქმით, მიმდებარე ტერიტორია საგულდაგულოდ შეამოწმეს, თუმცა ბიჭებს ჯერ ვერ მიაგნეს. ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ხშირ, დაბურულ ტყეში იმალებიან, რაც მათ მოძებნას ართულებს.
შმეგელსკის მამა დარწმუნებულია, რომ ბიჭს, სავარაუდოდ, სურს, სიკვდილამდე ცნობილი გახდეს. როგორც მან კანადურ პრესასთან განაცხადა, ბიჭს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და სურს, პოლიციასთან დაპირისპირებისას გარდაიცვალოს.