loader

განახლებული პირდაპირი ეთერი მოსკოვიდან - რა ხდება აქციაზე, სადაც უკვე 450-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულები და დასისხლიანებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განახლებული პირდაპირი ეთერი მოსკოვიდან - რა ხდება აქციაზე, სადაც უკვე 450-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულები და დასისხლიანებულები

პირდაპირი ეთერი: ტელეკომპანია "დოჟდი"
ტექსტი: განახლებადი|


უახლესი აქტუალური ვიდეო: როგორ შევიდა რუსეთის პოლიცია ოპოზიციურ ტელევიზიაში - "დოჟდი" საეთეროდან და ნიუსრუმიდან კადრებს ავრცელებს

მოსკოვში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა. არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის 295 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

ბოლო განახლებები|
  • აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები. ამასთან, პოლიცია ტელეარხ ,,დოჟდის" რედაქციაში შევიდა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური არხია.
  • მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე 450-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან
  • აქციის დაწყებამდე დაკავებული ოპოზიციონერი კანდიდატი იულია გალიამინა სასამართლოშია გადაყვანილი. მას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში მოწოდებისთვის“ მუხლით ასამართლებენ.
  • აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც აქციისას დაზიანება მიიღო, მოსკოვის მუნიციპალური დეპუტატი ალექსანდრა პარუშინაა.