loader

ვაშინგტონის შტატში ქუჩაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაშინგტონის შტატში ქუჩაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ვაშინგტონის შტატში ქუჩაში მცირე ზომის თვითმფრინავი დაეშვა. იგი მოძრავი ავტომობილების გვერდით დაფრინდა. ავარიული დაშვება პოლიციის ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მცირე ზომის თვითმფრინავში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტი სიეტლიდან 65 კილომეტრის მოშორებით მოხდა. "თავდაპირველად მეგონა, რომ ეს საფრენი აპარატი დისტანციურად მართვადი იყო, თუმცა, როგორც კი მოგვიახლოვდა, მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი ზომის თვითმფრინავი იყო", - განაცხადა პოლიციელმა, რომელიც აკვირდებოდა თვითმფრინავის მანევრებს. სამართალდამცველთა თქმით, თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზი საწვავის
სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.