loader

"სირცხვილია, წაიყვანეთ თქვენი ქალები სახლში" - კადიროვმა ქალებს ბოდიში საჯაროდ მოახდევინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სირცხვილია, წაიყვანეთ თქვენი ქალები სახლში" - კადიროვმა ქალებს ბოდიში საჯაროდ მოახდევინა

ჩეჩნეთში 3 ქალს ბოდიში საჯაროდ მოახდევინეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მათ ჩეჩნეთის ლიდერს დასახმარებლად მიმართეს. მიმართვაში ქალებმა, რომლებიც ჩეჩნეთიდან დაღესტანში 20 წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად და ახლა დაბრუნდენ სამშობლოში, განაცხადეს, რომ მათ საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ და არავინ ეხმარებათ. სწორედ ამიტომ, ჩეჩნეთის სამ ადგილობრივს მოუწია საჯაროდ მოეხადა ბოდიში კადიროვისთვის.

სატელევიზიო სიუჟეტში ჩანს, რომ მაღალჩინოსანთა წინაშე არა მხოლოდ ქალები, არამედ მათი ნათესავებიც წარსდგნენ. შეხვედრის დროს ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 
"ქალების ქმედება არ შეესაბამება ჩეჩნურ ადათებს". გარდა ამისა, მაღალჩინოსანმა მიმართა მათ ნათესავ მამაკაცებს, რომ "გააკონტროლონ თავიანთი ქალები". 
"სირცხვილია, წაიყვანეთ თქვენი ქალები სახლში", - უთხრა ადმინისტრაციის უფროსმა მამაკაცებს. 
ამის შესებ ქალებმა ბოდიში საჯაროდ მოიხარდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოდიშის საჯაროდ მოხდა თანამედროვე ჩეჩნეთში  ძალიან გავრცელებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა ახალგაზრდებს შეეხებოდათ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ჩეჩნეთში მეჩეთი უკანონო ფულით აშენდა. ამის გამო მათ ადგილობრივი ტელევიზიის 
ეთერში 40 წუთის განმავლობაში მოუწიათ ბოდიშის მოხდა.