loader

ცეცხლში გახვეული ბარსელონას ცენტრალური ქუჩები და სრული სატრანსპორტო კოლაფსი - სასამართლოს გადაწყვეტილებას მასობრივი არეულობა მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლში გახვეული ბარსელონას ცენტრალური ქუჩები და სრული სატრანსპორტო კოლაფსი - სასამართლოს გადაწყვეტილებას მასობრივი არეულობა მოჰყვა

ბარსელონაში კატალონიელი სეპარატისტი ლიდერებისთვის პატიმრობის მისჯას მასშტაბური არეულობა მოჰყვა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ასობით ადამიანმა გააპროტესტა. ისინი ბარსელონას აეროპორტში შეიჭრნენ და ერთ-ერთი ტერმინალი დაიკავეს. შედეგად 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. მანამდე აქტივისტებმა გადაკეტეს აეროპორტამდე მისასვლელი გზები, პარალიზებული იყო სარკინიგზო სისტემაც.

აეროპორტის ტერიტორიაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. გარდა ამისა, კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა ბარსელონას ცენტრში მასშტაბური აქცია გამართეს. შეფერხდა მეტროს მუშაობა და საგზაო-სატრანსპორტო გადაადგილება.

შეგახსენებთ, გუშინ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცხრა კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლიდერებს ბრალად ედებათ 2017 წელს აჯანყება და საჯარო სახსრების ბოროტად გამოყენება.