loader

მომენტი, რომელშიც ჩანს, როგორ სასწაულებრივად გადაურჩა 2 ავტომობილი რაკეტის აფეთქებას, რომელიც ღაზას სექტორიდან ისრაელში ისროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომენტი, რომელშიც ჩანს, როგორ სასწაულებრივად გადაურჩა 2 ავტომობილი რაკეტის აფეთქებას, რომელიც ღაზას სექტორიდან ისრაელში ისროლეს

ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, თელ-ავივში, გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალები ჩაირთო.

ისრაელის თავდაცვის უწყება მოუწოდებს კონკრეტული რეგიონების მოსახლეობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდნენ სამსახურებში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე არის სპეციალური თავშესაფარი განთავსებული.

შფელის, დანისა და იარკონის რეგიონებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

ღაზას სექტორიდან რაკეტები ისრაელის მიმართულებით მას შემდეგ გაისროლეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატას ლიკვიდაცია მოახდინა.