loader

გაბადრული მოსახლეობა და ბედნიერების ცრემლები: რა ხდებოდა ჩრდილოეთ კორეაში, როდესაც კიმ ჩენ ინმა "წმინდა მთასთან" "თანამედროვე მთიანი" ქალაქი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაბადრული მოსახლეობა და ბედნიერების ცრემლები: რა ხდებოდა ჩრდილოეთ კორეაში, როდესაც კიმ ჩენ ინმა "წმინდა მთასთან" "თანამედროვე მთიანი" ქალაქი გახსნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა "წმინდა მთის" ახლოს ახალი "თანამედროვე მთიანი" ქალაქი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს, რომელიც ახალ ქალაქს "თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერებად" აფასებს.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქალაქში, რომელსაც სახელად Samjiyon-ი უწოდეს, 4,000 ოჯახის დასახლებაა შესაძლებელი, "ასობით ჰექტარზე კი 380 საზოგადო და ინდუსტრიული კორპუსებია განთავსებული."

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ქალაქის მშენებლობის დასრულება სამშენებლო მასალებისა და მუშახელის ნაკლებობის გამო გადაიდო, რისი მიზეზიც ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გახდა.