loader

სროლა მოსკოვში, ФСБ-ს შენობასთან - უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპული და დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა მოსკოვში, ФСБ-ს შენობასთან - უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპული და დაშავებულები

მოსკოვში, „ეფ-ეს-ბეს“ შენობასთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ დამნაშავის განეიტრალება მოხდა. მომხდარის შედეგად კუზნეცკის ხიდზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ეფ-ეს-ბეს“ შენობასთან, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, უწყების ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ასევე „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეცსამსახურის ორი თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, სულ დაშავებულია ხუთი ადამიანი.

„ეფ-ეს-ბე"-ში უარყვეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცეცხლი სამმა პირმა გახსნა. მათვე უარყვეს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა უწყების შენობაში შესვლა მოახერხა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ვლადიმერ პუტინი უკვე ინფორმირებულია და მას მოვლენათა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება.