loader

თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით, ირანში რამდენიმე პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით, ირანში რამდენიმე პირი დააკავეს

ირანში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ისმაილს არ დაუკონკრეტებია არც ვინაობა და არც ის, თუ რამდენი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ "ბოინგ 737" "უნებლიეთ" ჩამოაგდეს.

"ბოინგ 737" თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.