loader

ტაილანდელმა ჯარისკაცმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა - კადრებში ისმის სროლის ხმა, დაღუპულია 20 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდელმა ჯარისკაცმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა - კადრებში ისმის სროლის ხმა, დაღუპულია 20 ადამიანი

ტაილანდში, ნახონ რატჩასიმაში ჯარისკაცის მიერ მოკლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ტაილანდელმა ჯარისკაცმა ჯაკრაფანჰ ტჰომმა თავდაპირველად სამხედო მეთაური მოკლა და სამხედრო ბანაკიდან იარაღი გაიტაცა. მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა.

ეჭვმიტანილი პარალელურად თავდასხმის ფოტოებს „ფეისბუქზე“ ტვირთავდა, ვიდრე მისი გვერდი არ გააუქმეს. ვიდეო მასალაში, რომელსაც სხვადასხვა მედია აჩვენებს, ჩანს რომ სავაჭრო ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლია. სავარაუდოდ ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოწივია. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და შენობიდან სროლის ხმა ისმის.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.