loader

თავდასხმა მოსკოვის მართლმადიდებლურ ტაძარში - 26 წლის ნიღბიანმა ახალგაზრდამ ღვთისმსახურების დროს 2 ადამიანი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდასხმა მოსკოვის მართლმადიდებლურ ტაძარში - 26 წლის ნიღბიანმა ახალგაზრდამ ღვთისმსახურების დროს 2 ადამიანი დაჭრა

მოსკოვში პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც მან მართლმადიდებლურ ტაძარში, საკვირაო ღვთისმსახურების დროს ორი ადამიანი დაჭრა.

„პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 თებერვლის დილას, ეკლესიაში შევიდა და ორი ადამიანი დანით დაჭრა“, - განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ირინა ვოლკმა.

მამა კირილ სლადკოვის ინფორმაციით, თავდამსხმელს სათვალე და ნიღაბი ეკეთა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმის კვალიფიკაცია არ აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

შემთხვევა ბასმანის რაიონში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში მოხდა.