loader

ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ: "თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ: "თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით"

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს, კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით თავად განაცხადა.

წყვილს კორონავირუსი მაშინ დაუდგინდა, როდესაც გადაღებებზე ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში იმყოფებოდა. ისინი ახლა მკურნალობას ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში გადიან. ჯერჯერობით უცნობია წყვილის დაინფიცირების წყარო.

"ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა", - წერს ტომ ჰენქსი "ტვიტერის" გვერდზე.