loader

ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან - დღეს გახდება ცნობილი, არის თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებული პრემიერის ცოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან - დღეს გახდება ცნობილი, არის თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებული პრემიერის ცოლი

სომხეთის პრემიერის ცოლი, ანა აკობიანი დღეს კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, გუშინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჯაირ ბოლსონეროს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.