loader

დონალდ ტრამპის ხედვების ტრანსფორმაცია კოვიდ-19-თან დაკავშირებით - რა ვითარებაა აშშ-ში, რომელიც დაინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის ხედვების ტრანსფორმაცია კოვიდ-19-თან დაკავშირებით - რა ვითარებაა აშშ-ში, რომელიც დაინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები COVID 19-ის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა. მართალია, პრეზიდენტი მარტის ბოლოს აღდგომამდე ქვეყნის გახსნაზე საუბრობდა, თუმცა მალევე, მისივე თქმით, სოციალურ დისტანცირებაზე ფედერალური რეკომენდაციები, ყველაზე ცოტა, აპრილის ბოლომდე ძალაში დარჩება.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც, ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დაიგვიანა.

შტატებმა სათანადო პასუხი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ უზრუნველყო: მაგალითად, ტესტირების მიწოდებისა და მათი სისწრაფის დაბალმა ხარისხმა ვირუსის შემთხვევების დადგენა გაართულა; საავადმყოფოები ინფიცირებულების დიდმა რიცხვმა გადატვირთა. თავიდან კომერციულ ლაბორატორიებს ტესტებზე მუშაობის საშუალება არ მიეცათ და მწარმოებლები პროცესში რამდენიმე კვირით გვიან ჩაერთნენ.



ავტორი: ეკა აბაშიძე