loader

რა საფრთხეებს შეიცავს აპლიკაცია ZOOM და რატომ აკრძალეს ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოყენება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საფრთხეებს შეიცავს აპლიკაცია ZOOM და რატომ აკრძალეს ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოყენება?

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, ქვეყნების უმეტესობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იზოლაციაში გასატარებელი ცხოვრების გასამარტივებლად,დისტანციური ურთიერთობისთვის საჭირო მექანიზმებიც დაინერგა. კომუნაკაციისა და დისტანციური მუშაობის გასაადვილებლად დამსაქმებლები და მასწავლებლები უამრავ აპლიკაციას იყენებენ. მათ შორისაა ფართოდ გავრცელებული - Zoom.

ვიდეოკონფერენციების განხორციელების მიზნით დანერგილი აპლიკაცია ერიკ იუნმა 2011 წელს შექმნა. წლების მანძილზე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდებოდა, თუმცა სწავლების მიზნით მისი ფართოდ გამოყენება მხოლოდ პანდემიის შემდეგ დაიწყეს.