loader

შემაძრწუნებელი კადრები - მოსკოვში სადარბაზოსთან დატოვეს საავადმყოფოდან გამოწერილი ქალი, რომელიც 20 წუთში ქუჩაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები - მოსკოვში სადარბაზოსთან დატოვეს საავადმყოფოდან გამოწერილი ქალი, რომელიც 20 წუთში ქუჩაში გარდაიცვალა

მოსკოვში ქუჩაში გარდაიცვალა პნევმონიით დაავადებული ქალი, რომელიც საავადმყოფოდან გამოწერეს. ის სადარბაზოსთან, სკამზე დატოვეს. როგორც რუსული მედია წერს, წინა დღეს ის მოსკოვის #52 საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით მოათავსეს, თუმცა, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და ტესტმა COVID19 არ დაადასტურა, რის შემდეგაც 48 წლის პაციენტი კლინიკიდან გაწერეს და სახლის პირობებში მკურნალობა ურჩიეს. მედიისვე ინფორმაციით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის სადარბაზოსთან დატოვა, რის შემდეგაც, ზუსტად 20 წუთში იგი გარდაიცვალა.