loader

გერმანიაში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 200-მდე პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 200-მდე პირი დააკავეს

გერმანიის ორ ქალაქში, ბერლინსა და შტუტგარდში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასეულობით მოქალაქემ გააპროტესტა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ბერლინში, სადაც 1 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა, 100 მოქალაქე დააკავა.

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ შტუტგარდშიც, სადაც მომიტინგეთა რაოდენობა შედარებით ნაკლები, დაახლოებით 500 ადამიანი, იყო.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით : „დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება“, „დაიცავით კონსტიტუციური უფლებები“ და ა.შ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 156 513 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 5 877 ადამიანი. ეპიდემიის შესაჩერებლად ქვეყანაში აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შკრება, დახურულია ბარები, რესტორნები და სასწავლო დაწესებულებები. თუმცა, კვირის დასაწყისიდან ზოგიერთმა შტატმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.