loader

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 6 361 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვმა 81 000-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების კიდევ 66 ფაქტი დაფიქსირდა. მთლიანობაში Covid19-ს რუსეთში 747 ადამიანი ემსხვერპლა.

დაავადებისგან 6 767 პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსი მოსკოვში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. აქ ინფიცირებულთა რიცხვი 42 480-ს შეადგენს.