ვერც თქვენ იძინებთ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სტრესის გამო? - რეკომენდაციები, რომლებიც კოშმარებს და უცნაურ სიზმრებს "დაგაძლევინებთ"
01:07 / 30-04-2020
ბევრი ადამიანისთვის სახლიდან მუშაობა და მთელი დღის თვითიზოლაციაში გატარება არა მხოლოდ ჩვეული განრიგის შეცვლაზე, არამედ ძილზეც აისახება.
უმრავლესობა შესაძლოა, არცთუ ისე სასიამოვნო სიზმრებს ხედავდეს, თუმცა გარკვეული ნაწილი, პირიქით, პანდემიის პერიოდში ბევრად უფრო ნათელ და იმედისმომცემ სიზმრებს ნახულობს. სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #quarantinedreams ბევრ მსგავს პოსტს შეხვდებით.
ასეთი სიზმრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ პანდემიით გამოწვეული შფოთვა და სტრესია.